პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პოლიცია მობილიზებულია ჩიტაძის ქუჩაზეც, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც დეპუტატები ეზოში შედიან.

პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, რომელზეც პრეზიდენტის ვეტოზე უნდა იმსჯელონ.

აქციის მონაწილეების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ვეტო არ უნდა დაძლიონ, რადგან "რუსული კანონი" ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს, რაც დაუშვებელია.

კიდევ ერთი აქცია პარლამენტის წინ 17:00 საათზეა დაგეგმილი.

უახლესი ამბები