ლევან ხაბეიშვილი - შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში, ის არის საზოგადოებისთვის საშიში

"მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მისი ადგილი არის ციხეში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ზვიად ხარაზაშვილის, იგივე ხარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხარება, რომელიც პირადად იძლევა აქციის მონაწილეების ცემის დავალებებს, ძალადობრივი რეჟიმის სახეა.

"მესმის ახლა, რომ ნერვული ფხაკურები აქვს და კუდის მოქნევას ცდილობს. შეეგუოს იმას, რომ მისი ადგილი არის საპატიმროში. ის არის საზოგადოებისთვის საშიში. შეხედეთ მას, მის ლექსიკას მოუსმინეთ, მის მანერებს და თქვენ მიხვდებით, რომ ის არ არის ნორმალური.

ეს ადამიანი წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმის ძალადობრივ სახეს, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება.

ჩემი შვილიც ბევრჯერ ამ მშვიდობიან აქციაზე მონაწილეობას იღებს და ე.ი. მისი უსაფრთხოება ამ არანორმალურს უნდა ევალოს? ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, კაციჭამია", - აცხადებს ხაბეიშვილი.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეები თვითონ სცემენ საკუთარ თავს. ამასთან, ის ლევან ხაბეიშვილს "უარესით" ემუქრება.

"ყველა სცემს თავის თავს, არავინ არ სცემს, კარგი რა... ხაბეიშვილს უარესი [ელოდება]", - ამბობს ხარება "მთავარ არხთან".

მანამდე, TV პირველმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ხარება ამბობს, რომ ის "არაკაცებს" სცემს და სია აქვს

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები