ანა ბუჩუკური - მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ

მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო მოხელეს გიწევთ ამ შეურაცხყოფის მოთმენა, რომელსაც თქვენკენ ისვრიან უმრავლესობის დეპუტატები და ბუნებრივია, მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, აბსოლუტურად გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.

სამწუხაროდ, არ უნდა გაგიკვირდეთ შეურაცხყოფა და თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც უწევთ პერსონალური პასუხისმგებლობების აღება იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რა შედეგებსაც ეს კანონი ქვეყანას მოუტანს, მოუწევთ პასუხისმგებლობის, პერსონალური პასუხისმგებლობის აღება იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც ეს კანონი ქვეყანას მოუწევს. მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავენ, ახლა უკვე უწოდებენ და ეძახიან მტერს. არ უნდა გაგიკვირდეთ იმ ადამიანებისგან არაფერი, რომლებსაც, ძალიან მიმძიმს მე ახლა ამის თქმა, მაგრამ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ყველაზე ძვირფასს - საკუთარ შვილებს და საკუთარი შვილების მომავალს შეუქმნან საფრთხე და სწირავენ საკუთარ შვილებს საიმისოდ, რომ ამ ტვირთით იარონ ამ ქვეყანაში, ეს ძალიან მძიმეა... თუმცა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ", - განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები