პაატა მანჯგალაძე - ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაიმე სიცხადე და სიახლე მოგვიტანოს ამ ინიციატივამ

მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაიმე სიცხადე და სიახლე მოგვიტანოს ამ ინიციატივამ. თუ ვინმე მოვა და დამარწმუნებს, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, ხელმოწერას არ დავამადლი, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით გაუგებარია.

"ჩემთვის, ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს გზა გადახედვას არ ექვემდებარება და ვინც ამის მიღმა დააყენებს თავს, არჩევნები ისედაც რეფერენდუმი იქნება. ვისაც რუსეთი, საბჭოთა კავშირი, მონობა და ჭაობი ენატრება, აირჩევს "ქართულ ოცნებას".

თუ ვინმე მოვა და დამარწმუნებს, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, ხელმოწერას არ დავამადლი, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაიმეს სიცხადე და სიახლე მოგვიტანოს ამ ინიციატივამ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები