ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, ChinaCommunications Construction Company Limited-მა წარადგინა.

"20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited(China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore); ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporation-ი და Qingdao Port International Co., Ltd). კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს), რომლის შემდგომაც დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. შერჩევის პროცესი, უახლოესი გეგმები და საორიენტაციო ვადები: სამინისტრო/სააგენტო ახორციელებს ინვესტორი/კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში (შემდგომში „კონცესიონერი“), რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური საქართველოს მთავრობასა და კონცესიონერს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანახმად. აღნიშნული წარმოადგენს ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი.

სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ინვესტორის შერჩევის შემდგომ ზემოხსენებული სახელმწიფო კომპანია შერჩეულ კერძო პარტნიორთან ერთად დააფუძნებს ერთობლივ კომპანიას, სადაც სახელმწიფო კომპანიას ექნება 51% წილი, ხოლო კერძო პარტნიორს – 49%. საჯარო და კერძო პარტნიორს შორის შემოსავლისა და ფუნქციების გადანაწილების საკითხი დაზუსტდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, RFP-ს სტადიაზე.

პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს: ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას; ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას; საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას; საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას; პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას. ანაკლიის ნავსადგური მიმზიდველი იქნება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც – მათ ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ანაკლიის პორტში როგორც მშენებლობის, ასევე, ოპერირების სტადიაზე. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გატანილ იქნეს ექსპორტზე ანაკლიის პორტის მეშვეობით. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი (7,800,000 ტონა), ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები