ირაკლი ფავლენიშვილი - თანმიმდევრულად უნდა მოვახერხოთ სისტემის ჩამოშლა, რომელიც უკვე დაწყებულია

სახალხო ლეგიტიმაცია აბსოლუტურად დაკარგა ამ რეჟიმმა. თანმიმდევრულად უნდა მოვახერხოთ სისტემის ჩამოშლა, რომელიც უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დიქტატორული მმართველობა დაამყარა.

"სახალხო ლეგიტიმაცია აბსოლუტურად დაკარგა ამ რეჟიმმა. ახლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს არის არა მცოცავი ავტორიტარიზმი, არამედ ერთი ადამიანის დიქტატურა, მაგრამ აქ ჩანს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დგას ნათელ მხარეს.

ამ დიქტატურის წინააღმდეგ არის საკმაოდ მძიმე ბრძოლა. ამ ბრძოლაში თანმიმდევრულად  უნდა მოვახერხოთ სისტემის ჩამოშლა. სისტემის დაშლა უკვე დაწყებულია. ეს პროცესი უნდა იყოს განგრძობადი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები