ნიკა გვარამია - ერთიანი სია არ არის გამარჯვების ფორმულა

ერთიანი სია არ არის გამარჯვების ფორმულა, მათემატიკა მეუბნება, რომ მათემატიკურად ეს არის აბსურდული, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე პარტიებმა უპირატესობა ციფრებით უნდა აჩვენოს.

"უპირატესობა უნდა აჩვენო ციფრებში. საზოგადოება ყოველთვის გრძნობს, რომ ციფრები გაყალბებულია, მაგრამ როცა ეს მოხდება, ჩვენ ფრეალური ციფრების დაწერა უნდა ვაიძულოთ, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი ექვემდებარება გათვლებს და დაგეგმვას.

მე მომხრე ვარ გეგმაზომიერების. რაც შეეხება გაერთიანებას - გეგმაზომიერება მკარნახობს, რომ ერთიანი სია არ არის გამარჯვების ფორმულა,  მათემატიკა მეუბნება, რომ მათემატიკურად ეს არის აბსურდული, სოციოლოგია და ყველა კვლევა მეუბნება, რომ არ დასტურდება არაფრით. მაგრამ გვაქვს პოლონეთის მაგალითი, რომელიც ძალიან კარგი მაგალითია გრავიტაციის რამდენიმე ცენტრის შექმნით როგორ მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ, ამ მომენტში მე ასე ვხედავ საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები