ლევან ბეჟაშვილი - მოვუწოდებთ შსს-ს, გადაშალონ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახონ 225-ე მუხლი

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეალური მფარველია ასეთი ბანდიტური ჯგუფების. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაშალონ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახონ 225-ე მუხლი, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით. ამაში ცხადად ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეალური მფარველია ასეთი ბანდიტური ჯგუფების, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საზოგადოებას. 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაშალონ სისხლის სამართლის კოდექსი და ნახონ 225-ე მუხლი. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ამ მუხლის არის გუშინდელ ღამით თავდასხმის აქტში განხორციელებული", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები