ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭიათურაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის კულტურის ცენტრში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.

მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, საჭადრაკო ტურნირი. მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა თოჯინური სპექტაკლი "სიბრძნით თუ სიცრუით“ წარმოადგინა. სპექტაკლზე მე-12 საჯარო, სპექტაკლზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეები გახლდნენ მიწვეული.

კულტურის ცენტრის დარბაზში  ადგილობრივი საბავშვო სტუდიების კონცერტი ჩატარდა.

გაიმართა გასართობი შოუ პროგრამა პატარებისთვის, ანიმატორებისა  და ზღაპრის გმირების მონაწილეობით; საპნის ბუშტების შოუ; თაბაშირის ფიგურების გაფერადება; გრძელი ბუშტების მასტერკლასი; საჯარო სკოლების ფლეშმობი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ დღესასწაულზე მისულ ბავშვებს ნაყინი, გაზიანი სასმელები და ბატი-ბუტი დაურიგა.

ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები