ნიდერლანდები უკრაინას F-16-ებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი აცხადებს, რომ 24 F-16 გამანადგურებელი, რომელსაც ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად.

მისი თქმით, ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ბელგიის შემთხვევაში, სადაც პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ გააფრთხილა კიევი F-16 მოიერიშე თვითმფრინავების ფრენაზე რუსეთის საჰაერო სივრცეში.

"არ არსებობს ბელგიურ სტილში შეზღუდვა. ჩვენ ვიყენებთ იმავე პრინციპს, რომელიც გამოვიყენეთ ყველა სხვა შესაძლებლობების მიწოდებაზე, კერძოდ: როგორც კი მათ გადავცემთ უკრაინას, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი", - განაცხადა ოლონგრენმა.

მისივე თქმით, ამსტერდამი მხოლოდ სთხოვს უკრაინას, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და თავდაცვის უფლებას, როგორც ეს გაეროს წესდებაშია ნათქვამი, "რაც ნიშნავს, რომ ისინი გამოიყენებენ მას სამხედრო მიზნებზე დასარტყმელად, რაც მათ თავდაცვისთვის სჭირდებათ“.

უახლესი ამბები