ვლადიმერ ბოჟაძე - “ჰელსინკის კომისიაზე" სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “ჰელსინკის კომისიაზე” საქართველოს შესახებ განხილვას გამოეხმაურა. 

“ჰელსინკის კომისიაზე" დღეს სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ: როგორ შეიძლება გაყიდო საკუთარი ქვეყანა მხოლოდ იმიტომ რომ შემოსავლები არ გაასაჯაროო, იმიტომ რომ ასე დაგავალეს, იმიტომ რომ ფულს სწორედ სამშობლო დისკრედიტაციაში გიხდიან. 

დღეს ,,მეგობარი აქტის" განხილვისას იმდენი ტყუილი და დეზინფორმაცია გაჟღერდა, რომ ოპოზიციის მართვად ტელევიზიებსაც კი შეშურდებოდა, დამახინჯებული და გადაუმოწმებელი ფაქტების რეალობად წარმოჩენის მცდელობა შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის.

კრიმინალ მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და მის მიერვე უკან გამოხმობილი სააჩივრის მერე, ისევ რომ პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, მხოლოდ იმას ნიშნავს რომ აგენტის დასაცავად ყველაფერზე არიან წამსვლელები.საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობას 2 წელზე მეტია აქტიურად ეწინააღმდეგება ჩვენი ხელისუფლება და ეს გეგმა რომ არსებობს კონგრესმენებმაც დაადასტურეს.  უკრაინიზაციის  გეგმა მხოლოდ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორების გზით შესრულდება და ამისთვის არც სისხლიან რევოლუციას ერიდებიან, ამას ევრომაიდანზე ღია მინიშნებებიც მეტყველებს.საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება, ამას ვერც ქართველი ხალხი და ვერც სახელმწიფო დავუშვებთ, უკან არ დავიხევთ, ბოლომდე დავიცავთ მამულს, ენას, სარწმუნოებას და ოჯახურ ღირებულებებს, ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, ბოლომდე დავიცავთ დამოუკიდებლობას და სუვერნიტეტს!”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები