ზურაბ ჯაფარიძე - ჯერჯერობით რაიმე სარწმუნო არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ ჯობია სხვა კონფიგურაცია ერთ დიდ ფრონტს

მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები და ჯერჯერობით რაიმე სარწმუნო არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ ჯობია სხვა კონფიგურაცია ერთ დიდ ფრონტს, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გარემოში სტანდარტული კამპანიის ჩატარების საშუალება არ დგას.

"ოპოზიციურ პარტიებში არსებობს სრული გააზრება იმისა, რომ უნდა ავარჩიოთ საუკეთესო ფორმულა, რომელიც არ მისცემს საშუალებას ივანიშვილს, რომ კრიტიკულად განწყობილი და ანტირუსული ხმები წაიღოს და ამით დაიმატოს მანდატები. 

მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები და ჯერჯერობით რაიმე სარწმუნო არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ ჯობია სხვა კონფიგურაცია ერთ დიდ ფრონტს. 

ჩვენ არ ვართ სტანდარტულ კამპანიაში, ამის ჩატარების შესაძლებლობას "ქართული ოცნება" არ მოგცემს. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, სივრცე იმისა, რომ პარტიებმა ერთმანეთს შორის  განსხვავებები აჩვენონ, არის ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი და ამ რეჟიმში ერთადერთი, რაც პარტიებს დარჩებათ, იქნება დედის გინება, ერთმანეთის წარსულის გახსენება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები