ბაიდენმა უკრაინისთვის ახალი 225 მილიონი დოლარის იარაღის პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა

ამერიკის ლიდერმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. საუბარია 225 მილიონი დოლარის იარაღზე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალ პაკეტში შედის: რაკეტები HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; Stinger საზენიტო რაკეტები; საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის; 155 მმ ჰაუბიცები; 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები; 81 მმ ნაღმტყორცნების სისტემები; M113 ჯავშანტრანსპორტიორები; სანაპირო და მდინარის საპატრულო კატარღები; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები; მცირე იარაღის საბრძოლო მასალა და ყუმბარები; ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა; ღამის ხედვის მოწყობილობები; სათადარიგო ნაწილები და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.

მანამდე Associated Press წერდა, რომ უკრაინის არმიას შეეძლება გამოიყენოს იარაღი ახალი პაკეტიდან, კერძოდ, დაარტყას "საფრთხეებს რუსეთის შიგნით, რათა დაიცვას ქალაქი ხარკოვი. ასევე, იმისათვის, რომ იარაღმა სწრაფად მიაღწიოს ბრძოლის ველზე უკრაინაში, ისინი გადაიგზავნება აშშ-ის არსებული მარაგებიდან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები