პეტრე ცისკარიშვილი - სანქციების მექანიზმი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს, მისი მოხსნის პრეცედენტი არ არსებობს

"ოცნების" რეჟიმმა თავიანთი მოქმედებებით, ადამიანების უფლებების ხელყოფისთვის, დემოკრატიის ძირის გამოთხრის გამო, სამწუხაროდ, შეგვიყვანა ავტოკრატთა კლუბში, სადაც სანქციების მექანიზმი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

"შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნები დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად - პირველად ეს არის სიტუაცია, როდესაც მთლიანად ქვეყანა არის სანქციების ქვეშ და ასეთია კუბა, ირანი და რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორე კატეგორია შეეხება ქვეყნებს, სადაც კონკრეტული სახელმწიფოების ქვეყნების წარმომადგენლები არიან დასანქცირებულები. ასეთია ნიკარაგუა, ვენესუელა, ზიმბაბვე, ნიანმარი, კამბოჯა და ახლა უკვე საქართველოც. "ოცნების"  რეჟიმმა თავიანთი მოქმედებებით, ადამიანების უფლებების ხელყოფისთვის, დემოკრატიის ძირის გამოთხრის გამო, სამწუხაროდ, შეგვიყვანეს ავტოკრატთა კლუბში, სადაც სანქციების მექანიზმი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს, მისი მოხსნის პრეცედენტი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ როდესაც ვისმენთ რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთი მათგანი თურმე არ გეგმავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას, ზოგიერთისთვის შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს დისკომფორტი, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი სამოგზაურო გეგმები როგორია, ჩვენ გვაინტერესებს ამ ქვეყნის ბედი", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები