ზელენსკი - რუსეთმა ხარკოვის ოპერაცია ვერ განახორციელა, მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება

რუსეთმა ვერ განახორციელა შეტევითი ოპერაცია ხარკოვის რეგიონში. უკრაინელი სამხედროები კიდევ უფრო გააძლიერებენ ხარკოვის მიმართულებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს მან ფრონტზე არსებული ზოგადი ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან განიხილა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რუსულმა არმიამ ვერ განახორციელა ხარკოვის ოპერაცია და ჩვენ ვანადგურებთ რუსულ ნაწილებს, რომლებიც შედიან ჩვენს მიწაზე და ატერორებენ ხარკოვის რეგიონს. მიმართულება გაძლიერებულია. და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ასევე, სირსკიმ აცნობა დონეცკის რეგიონში არსებული სიტუაცია, სადაც დღეს ყველაზე რთულია.

"ვმუშაობთ ჩვენი ჯარის მეტი რეზერვის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მაისში რუსულმა არმიამ დაიწყო შეტევითი ოპერაცია ხარკოვის რეგიონში. რუსეთის ჯარებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიიდან ქალაქ ვოლჩანსკის მიმართულებით, ასევე ხარკოვის მიმართულებით. თუმცა რუსეთის ჯარებმა 7-8 კილომეტრზე მეტი წინსვლა ვერ შეძლეს.

ქალაქ ვოლჩანსკის აღების რუსული გეგმაც ჩაიშალა, თუმცა ოკუპანტებმა ქალაქში შესვლა მოახერხეს. ამჟამად სასაზღვრო ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები