საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 3:1 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო 3:1 დაამარცხა. შეხვედრა პოდგორიცაში გაიმართა.

ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, 33-ე წუთზე კი "ჯვაროსნების“ უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვითა მოახერხეს, თუმცა 83-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

ხვალ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ნაკრები კონტინენტის პირველობაზე F-ჯგუფში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას "ჯვაროსნები“ 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.

მსგავსი სიახლეები