ნიკა გვარამია - ჯერ კიდევ არის დრო, დაიწყონ აქტიური მუშაობა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე

ჯერ კიდევ არის დრო, დაიწყონ აქტიური მუშაობა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე. საქართველოს რუსეთისკენ წასვლა არ უწერია, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ბედი ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება.

"უბრალოდ, არ არსებობს უფრო მაღალი რანგის განცხადება, ამიტომ დროა, მოვიდნენ გონს და ჯერ კიდევ დარჩენილი შესაძლებლობა გამოიყენონ. საქართველოს არ უწერია რუსეთისკენ წასვლა. საქართველოს ინტერესებს დაიცავს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ ყველაზე მაღალ დონეზე საერთაშორისო თანამეგობრობა. აი, "ქართული ოცნების" ბედი ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება როგორც პარტიის და ასევე მისი პერსონალური შემადგენლობის. ჯერ კიდევ დრო არის, დაიწყონ აქტიური მუშაობა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება მათთვის მომდევნო თვეები და წლები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები