ზელენსკი - როდესაც რუსეთს შეეზღუდება მეზობლების დატერორების შესაძლებლობები, იძულებული გახდება, ეძებოს გზა მშვიდობისკენ

რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება ეძიოს ნამდვილი მშვიდობისკენ მიმავალი გზა მხოლოდ მაშინ, როცა მეზობლების დატერორების შესაძლებლობები შეეზღუდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს აქვს უნარი გააგრძელოს ტერორი, დარტყმები და ზოგადად სამხედრო ოპერაციები.

"როდესაც რუსეთს შეეზღუდება მეზობლების დატერორების შესაძლებლობები, იძულებული გახდება ეძებოს გზა რეალური მშვიდობისკენ, რადგან ეს არის პუტინის მთავარი უპირატესობა: სარაკეტო დარტყმები, მართვადი ბომბები, დრონები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ რუსული ტერორის ბლეკაუტი, რეალური მშვიდობის მისაღწევად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები