თამარ კორძაია - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას

საცოდავები არიან, ეს ადამიანები პიროვნებები რატომ არ არიან, იცით? მათ არ აქვთ თავისუფალი ნება. ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რა ტექსტსაც ჩაუდგებენ, იმას ახმოვანებენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რუსული ძალა არის "ქართული ოცნება" და მათთან არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა ითანამშრომლოს.

"ოპოზიციის ფუნქცია გამოჩნდა. ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი. მე ვერ წარმომიდგენია ოპოზიცია, რომელიც მოხვდება პარლამენტში და რაიმე ფორმით ითანამშრომლებს "ქართულ ოცნებასთან". დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას.  

დღეს რუსული ძალა არის "ქართული ოცნება" და არავინ არ შეიძლება ითანამშრომლოს რუსულ ძალასთან. ეს ადამიანები პიროვნებები რატომ არ არიან, იცით? ივანიშვილმა შექმნა სივრცე, "ქართული ოცნება" დაარქვა და ვინც აქ შედის არ გამოხატავს პიროვნულ გადაწყვეტილებას. მათ ათქმევინეს უარი სამშობლოზე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც ღილაკს აჭერს, იძლევა პროგრამულ დავალებას, რომ ილაპარაკონ ეს და ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, საცოდავები არიან, მათ არ აქვთ თავისუფალი ნება. ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რა ტექსტსაც ჩაუდგებენ, იმას ახმოვანებენ.

იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც გარეთ იდგნენ, არის ის, რომ დამარცხდეს "ქართული ოცნება" და ხელახლა დავიბრუნოთ ევროპული შესაძლებლობები ამ ქვეყანაში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები