გიორგი ბადრიძე - ასეთი წინააღმდეგობრივი, ულოგიკო საუბარი ჩვენს პარტნიორებში სერიოზულ კითხვებს იწვევს

ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ქცევის შეფასებები დიპლომატების ნაცვლად ფსიქიატრებს უნდა მიანდოთ. სახლში ომს უცხადებს "გლობალური ომის პარტიას", მერე კი ჩადის და უყვება როგორი საყვარელი მოკავშირეა მათი, - ამის შესახებ "ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პარტნიორებისთვის კითხვებს იწვევს.

"ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ქცევის შეფასებები დიპლომატების ნაცვლად ფსიქიატრებს უნდა მიანდოთ, იმიტომ, რომ ეს არის კლასიკური შემთხვევა, როცა რაღაც აშლილობა აქვს ადამიანს - სახლში ომს უცხადებს "გლობალური ომის პარტიას", აცხადებს, რომ ევროკავშირი მის მოკვლას ცდილობს და მერე ჩადის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან და უყვება მათ, თუ როგორი საყვარელი მოკავშირეა მათი და როგორ არის უკრაინელ ხალხზე მჭმუნვარე. ეს იგივე ხალხია, რომელიც 12 წელი გვეუბნებოდა - ხმა არ ამოიღოთ ოკუპაციაზე, აბა ომი გინდათო?  და ახლა პირდაპირ გამოუცხადეს ომი მთელ მსოფლიოს. 

ასეთი წინააღმდეგობრივი, ულოგიკო საუბარი ჩვენს პარტნიორებში სერიოზულ კითხვებს იწვევს", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

უახლესი ამბები