ზელენსკი სამშვიდობო სამიტზე სასაუბროდ საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ვიზიტით ჩავიდა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ვიზიტის დროს იგი ტახტის მემკვიდრეს მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდის შეხვდა.

"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის, აღვნიშნეთ ჩვენი წინასწარი შეთანხმებების განხორციელების კარგი დინამიკა, ეფექტური თანამშრომლობა გუნდებს შორის, ჩვენ გავაგრძელებთ ამას", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებას, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.

"ჩვენ გავცვალეთ აზრები საერთაშორისო ვითარებაზე და მისი განვითარების პერსპექტივაზე. უკრაინა მადლიერია საუდის არაბეთის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ მისი უმაღლესობის სურვილს, დაეხმაროს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები