კახა კალაძე - ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს გადაწყვეტილება

AECS Europe-ს  გადაწყვეტილებით, თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად დასახელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო წლებში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, დედაქალაქში  სპორტის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა.

"მინდა, სასიხარულო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თბილისის აქვს ახალი სტატუსი - „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს  გადაწყვეტილება - კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, დაესახელებინა თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, აღნიშნული სტატუსი მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ სპორტის მიმართულებით გატარებული სწორი პოლიტიკის დასტურია.

"ბოლო წლებში, სპორტის მიმართულებით, დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა. მადლობას გადავუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისთვის. თბილისში ევროპული სტანდარტის ბევრი საფეხბურთო სკოლა მოეწყო, რეკრეაციულ სივრცეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული სივრცეების მოწესრიგებას, სატრენაჟორო ზონების მოწყობას, რათა ვარჯიშის შესაძლებლობა ყველა თაობის წარმომადგენელს ჰქონდეს. პროექტის ფარგლებში, ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები გაიწერება“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები