პაატა მანჯგალაძე - ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ამ ანტიდასავლურ პროპაგანდაში ამ ეტაპზე მონაწილეობა არ მიიღო

ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ამ ანტიდასავლურ პროპაგანდაში ამ ეტაპზე მონაწილეობა არ მიიღო.  მას აქვს ინფორმაცია და იცის ძალიან კარგად, ვინაა მტერი და ვინ მოყვარე, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ამ ანტიდასავლურ პროპაგანდაში ამ ეტაპზე მონაწილეობა არ მიიღო. პატარა ბავშვივით ანუგეშა სუსის უფროსმა ირაკლი კობახიძე. ამის ახსნა არის ის, რომ მას აქვს ინფორმაცია და იცის ძალიან კარგად, ვინაა მტერი და ვინ მოყვარე და ასევე ის ფიქრობს თავის მომავალზეც, იმიტომ, რომ  დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ნიშნავს, მტრობას საქართველოს ინტერესისა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოლივერ ვარჰეი მას რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, რის გამოც მან მზაობა გამოთქვა, რომ ევროპულ საგამოძიებო სამსახურებს ინფორმაციას მიაწოდოს. გუშინ კი სუსის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები