ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ

ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ.

პაციენტების თქმით, მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტები უკვე სამი კვირაა ქვეყანაში ისევ დეფიციტშია.

მათივე განცხადებით, თხოვნის მიუხედავად პაციენტებს მინისტრი ამ დრომდე  არ ხვდება.

"როგორც ცნობილია, ჩვენ რამდენჯერმე პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, ასევე პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ სარჯველაძე პაციენტებთან ლმობიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრთან ან მედიასაშუალებებთან ერთად იმყოფება. ის დახურულ კარს მიღმა ონკოპაციენტებს არ უსმენს. ასევე, როდესაც ჩვენ მას განცხადებებით ან წერილით მივმართავთ, ის არავის ხვდება. 

ქვეყანაში წამლების დეფიციტი ისევ არის, არა და მან გამოაცხადა, რომ იმ წამლებზე დეფიციტი არ იქნებოდა, რომელიც პროგრამაში შესულია და სხვა წამლებთან დაკავშირებით ბრალეულობა უკვე კერძო კომპანიებზე გადაიტანა. ის პრეპარატები, რომელიც დაფინანსების პროგრამაშია, ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები, ისევ დეფიციტშია უკვე სამი კვირაა. ჩვენ ყველა სააფთიაქო ქსელში დავრეკეთ და ვერ გვეუბნებიან, როდის აღარ იქნება დეფიციტი. სწორედ, ამიტომ ჯანდაცვის მინისტრს მივმართავთ, რომ ის პაციენტებს ღია ფორმატით შეხვდეს ან პირდაპირ ეთერში ბრიფინგის ფორმით მოგვმართოს და გაგვარკვიოს, როდის აღარ იქნება წამლების დეფიციტი. ამასთან, უამრავი პრობლემა მოუგვარებელი რჩება, ეს ეხება კვლევებს, გვერდითი მოვლენების მართვას, გენეტიკურ კვლევას და ა.შ.", - განაცხადა "კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელმა  გვანცა აფხაიძემ.

უახლესი ამბები