ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, - ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანატოლი გლაზმა განაცხადა.

"ჩვენ ყველა ვხედავთ, რამდენად რთულია დღეს სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარება, რამდენად სწრაფად მწვავდება დაპირისპირება ქვეყანაში. სხვადასხვა ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ განსხვავებული წინააღმდეგობა სერიოზული ემოციური სტრესის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ეს, მაგრამ არ გვესმის - რა შუაშია ბელარუსი?

სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მან ჩვენთვის ამ საკითხის განმარტება სცადოს. სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ელჩი ერევნიდან ასევე ჩამოვა მინსკში“, – განაცხადა განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში აღარასდროს გაემგზავრება, ვიდრე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში აღარასოდეს გაემგზავრება.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთსა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ შორის რთულ ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება გაიხსენა.

"ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ იგი მონაწილეობდა ომის მომზადებაში, წაახალისა, სჯეროდა და აზერბაიჯანს გამარჯვება უსურვა. ამის მერე წავალ ბელარუსის ხელმძღვანელთან „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ ფორმატში რამის განსახილველად? ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელარუსში აღარ წავალ, ვიდრე ბელარუსში პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. საერთოდ, ვაცხადებ, რომ ამიერიდან სომხეთის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი ბელარუსში არ წავა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები