ნიკა მელია - პარტია "ახალი" იწყებს აქტიურ საარჩევნო ბრძოლას

არ არსებობს მონაცემები, რომ თუ კი 10 განსხვავებული ადამიანი ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ იქნება მოქცეული, ეს იქნება  ივანიშვილის დასამარცხებელი უალტერნატივო ფორმულა, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია "ახალი" საარჩევნოდ ბრძოლას იწყებს.

"ერთობა - სწორი, ერთობა - შედეგზე ორიენტირებული, ერთობა -  სწორ დროს. პარტია "ახალი" იწყებს აქტიურ საარჩევნო ბრძოლას პარტიული ნომერი 4-ით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი საუბარი ერთიან სიაზე უნდა იყოს დამყარებული მინიმუმ, ემპირიულ ცნობებზე. არ არსებობს მონაცემები, რომ თუ კი 10 განსხვავებული ადამიანი ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ იქნება მოქცეული, ეს იქნება ივანიშვილის დასამარცხებელი უალტერნატივო ფორმულა. 

ჩვენთვის ამოცანაა, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. რაც შეეხება ერთიან სიას, ემოციებზე დაყრდნობით ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჩვენს რიგებში არ მიიღება. 

ზოგიერთი პარტია ამბობს, რომ ერთიან სიაში არ იქნება, მაგრამ მაინც საუბრობენ 24 საათის განმავლობაში ერთიან სიაზე, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაზე იმუშაონ, მოტივაცია გაზარდონ და მოქალაქეები გაააქტიურონ, რომ არჩევნებში უბრალოდ, მხარი კი არ დაგვიჭირონ, არამედ გახდნენ ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები