ზელენსკი - კრემლის ხელმძღვანელის ასეთი განცხადებები ულტიმატუმია, ეს არის რუსული ნაციზმის ახალი ტალღა

რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად ახალ პირობებზე ფანტაზიორობს. კრემლის ხელმძღვანელის ასეთი განცხადებები ულტიმატუმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

დღეს, 14 ივნისს, სამშვიდობო სამიტის წინა დღეს, პუტინმა გამოაცხადა თავისი პირობები უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

კრემლის ხელმძღვანელმა უკრაინელი დამცველების დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან გაყვანა მოითხოვა. ამასთან, პუტინის თქმით, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოს წევრობის გეგმაზე და ასეთ შემთხვევაში მოსკოვი მზად იქნება, დიალოგის დასაწყებად.

"რა შემიძლია ვთქვა, ეს არის ულტიმატუმები, ისინი არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც მან ადრე წამოაყენა.

ეს არის ამ ნაციზმის, რუსული ნაციზმის ახალი ტალღა, მას სურს, რომ არა მხოლოდ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დავთმოთ, არამედ არაოკუპირებულიც“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთთან გაყინული კონფლიქტი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები