ნიკა ახალბედაშვილი - ისტორიას დარჩება ოფიციალური ჩანაწერი, რომ სწორედ მან გადასცა მუზეუმს ეს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი

პირდაპირ გეტყვით, ეს იყო დაუფარავი სიხარული, როდესაც გავიგეთ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი დააბრუნა საქართველოში, - ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.

"ჩვენი მუზეუმის გაერთიანებაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მუშაობენ. ყველაზე ხანდაზმული თანამშრომელი 90 წლის გახლავთ, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 20 წლის არის. შესაბამისად, მე, როგორც მუზეუმის დირექტორმა, ყველას სახელით მსურს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მამულიშვილური საქმისთვის და აქვე დავძინო, რომ ისტორიას დარჩება ის ოფიციალური ჩანაწერი მუზეუმის შემოსულობათა წიგნში, სადაც ჩაიწერება, რომ სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადასცა მუზეუმს ეს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი“, - განაცხადა ახალბედაშვილმა.

მისი თქმით, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი მინიმუმ წლის ბოლომდე გამოფენილი იქნება საგანძურის საგამოფენო სივრცეში, რათა ყველამ შეძლოს მისი ნახვა, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამომსვლელმა მოქალაქეებმა.

"რაც შეეხება გეგმებს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ წმინდა ხელნაწერის ჩამობრძანებას საქართველოში. ეს სივრცე არის ყველაზე უკეთ დაცული სამუზეუმო სივრცე საქართველოში. აქ ინახება საგანძური, ოქროს ფონდი, როგორც არის ეს საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი რამდენიმე თვე და მინიმუმ წლის ბოლომდე ხელნაწერი გამოფენილი იქნება სწორედ საგანძურის საგამოფენო სივრცეში, რათა ყველამ შეძლოს მისი ნახვა, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამომსვლელმა მოქალაქეებმა. მათ, ვინც ჩვენი მოსწავლეები უნდა ჩამოიყვანონ. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები იქნებიან ბევრი, ვინც ამ მიზნით ეწვევიან მუზეუმს.

ჩვენ ამ სივრცეში რამდენიმე იდეას განვიხილავთ, თუ კონკრეტულად რომელ ადგილას უნდა განთავსდეს ეს ხელნაწერი. შემიძლია გაგანდოთ ის ადგილი, რომელიც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს არის ადგილი, სადაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთიდან დაბრუნებული ექსპონატები არის. ეს არის დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, ეს არის ტონდო გელათიდან მამაის გამოსახულებით, ეს არის პანაღეა, ტიხრული მინანქრით და ეს არის რა თქმა უნდა, ბედიის ბარძიმი“, - განაცხადა ახალბედაშვილმა.

აქვე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აცხადებს, რომ იწყება მუშაობა, რათა შეიქმნას უწყებათაშორისი სამეცნიერო ჯგუფი ხელნაწერის მეცნიერულად შესწავლისთვის.

მისივე თქმით, ამის მიზანი არის ის, რომ ხელნაწერის შესწავლისას უზრუნველყოფილი იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა სხვადასხვა სამუზეუმო კვლევითი თუ სამეცნიერო ინსტიტუტებიდან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებიან ამ დარგს და მათი ჩართულობა იქნება იმის გარანტი, რომ მაღალკვალიფიციური და სანდო შედეგი იქნება დადებული ბოლოს.

"ჩვენ გამოფენასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი სამეცნიერო ჯგუფი იმისთვის, რომ დავიწყოთ ხელნაწერის მეცნიერული კვლევა. ამისთვის ჩვენ მივმართავთ ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს, სადაც თვრამეტი ცნობილი მეცნიერი მუშაობს და ჩვენ სწორედ ამ მეცნიერებზე დაყრდნობით, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დავაკომპლექტებთ იმ სამუშაო ჯგუფს, რომლებსაც ეთხოვებათ ხელნაწერის შემდგომი ყოვლისმომცველი შესწავლა. აქ ვგულისხმობთ მუზეუმის სპეციალისტებს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერის ცენტრის სპეციალისტებს, ეროვნული არქივის სპეციალისტებს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ისტორიის ინსტიტუტის ჩართულობას, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობას. ასევე, ცალკეული მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობას. მიზანი არის ეს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ხელნაწერის შესწავლისას, რომლის მსგავსიც კი საქართველოში არ იარსებებს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა სხვადასხვა სამუზეუმო კვლევითი თუ სამეცნიერო ინსტიტუტებიდან იმ პირების, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებიან ამ დარგს და მათი ჩართულობა იქნება იმის გარანტი, რომ მაღალკვალიფიციური და სანდო შედეგი იქნება დადებული ბოლოს და მე ვფიქრობ, რომ ასეთი კოლაბორაცია და თანამშრომლობითი პროცესი ერთობ საინტერესო მოვლენა იქნება“, - განაცხადა ნიკა ახალბედაშვილმა.

უახლესი ამბები