ხატია დეკანოიძე - "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ აქვთ აშშ-სთან

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ აქვთ აშშ-სთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც "ოცნების" წევრი საკუთარ შვილს საზღვარგარეთ სასწავლებლად უშვებს და საქართველოს მოქალაქეს იზოლაციაში ტოვებს.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი, "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ აქვთ აშშ-სთან. 

ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს ასახული არჩევნებზე და ეს ნება ერთადერთია, რომ "ქართული ოცნება" ჩამოსცილდეს ძალაუფლებას. "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან აშშ-ის ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ, ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან. 

ეს არის ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და თაღლითობა. როდესაც საკუთარ შვილს კალიფორნიაში ან ჩიკაგოში აგზავნი, გინდა, რომ იქ ისწავლოს და დაამთავროს უნივერსიტეტი და საქართველოს მოქალაქეების შვილებს ტოვებ რუსეთში და იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები