რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უკრაინისთვის ერთი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო.

”უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების, რუსეთის მიერ მუდმივი და მასიური თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკა, და ამ სიტუაციის რეგიონალური შედეგები, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოების გათვალისწინებით, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემა“, - აღნიშნულია თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუმინეთი გააგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, მსგავსი ან ეკვივალენტური საჰაერო თავდაცვის სისტემის მისაღებად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები