ლინკოლნ მიჩელი - ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ არჩევნებზე და ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში არაფერი არ მოხდება

მოვისმინეთ "ქართული ოცნებისგან", რომელიც აბსოლუტურად პროპუტინისტურია, რომ თითქოს, ევროპა არის "ლგბტ" საზოგადოების მომხრე, რომ ევროპა არის გარყვნილი. შეიძლება ამან იპოვოს გამოძახილი "ქართული ოცნების" ამომრჩეველში, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის წარმომადგენელმა, "ქართული ოცნების" ყოფილმა მრჩეველმა ლინკოლნ მიჩელმა ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვისას განაცხადა.

მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს კანონი საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას ანგრევს.

"ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ ზუსტად იდენტური კანონი შესთავაზა, რამაც მასობრივი გამოსვლები გამოიწვია. წელს იგივე გააკეთეს. კითხვა ისმის - რატომ? შესაძლებელია, მოსკოვს უნდოდა ეს რომ მომხდარიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კაპრიზები და მას ჰყავს გარემოცვა, რომელიც მას ყველანაირ სურვილს უსრულებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს სათავეში იყოს და ძალაუფლება ჰქონდეს. მას არავინ ეუბნება, რომ ეს არის სულელური იდეა. მე ვერ დავამტკიცებ, რომ ეს რუსეთიდან ნაკარნახევი ნაბიჯია, მაგრამ ეს რუსეთის ინტერესებშია და ანგრევს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას. 

ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონტექსტი, რადგან საქართველოში ოქტომბერში იქნება არჩევნები და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ არჩევნებზე და ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში არაფერი არ მოხდება.

ჩვენ ვნახეთ უამრავი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდათ გზა, რომელიც მიიყვანთ რუსეთისკენ და რომ მათ უნდა გაჰყვნენ გზას, რომელიც მიიყვანთ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ. 

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ქართველი ხალხი არის პროდასავლური, ქართული მთავრობა, მმართველი კოალიცია კი -  პოპულისტური. ჩვენ ძალიან ბევრი გზავნილი მოვისმინეთ "ქართული ოცნებისგან", რომელიც აბსოლუტურად პროპუტინისტურია, რომ ევროპა არის "ლგბტ" საზოგადოების მომხრე, რომ ევროპა არის გარყვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სისულელე, შეიძლება ამან იპოვოს გამოძახილი "ქართული ოცნების" ამომრჩეველში", - განაცხადა ლინკოლნ მიჩელმა.

უახლესი ამბები