ზელენსკი - ეს რუსული ტერორი უნდა შეჩერდეს, ჩვენ გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან

ხარკოვში, რუსეთის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის ადგილზე  ნანგრევებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, ამ დროისთვის ცნობილია 19 დაჭრილის და სამი დაღუპულის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა საჭირო სამსახური ადგილზეა. ეს რუსული ტერორი კონტროლირებადი საჰაერო ბომბებით უნდა შეჩერდეს და შეიძლება შეჩერდეს. ჩვენ გვჭირდება მტკიცე გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან, რათა გავანადგუროთ რუსი ტერორისტები და რუსული სამხედრო თვითმფრინავები იქ, სადაც არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ადამიანებისა და სიცოცხლის გადარჩენა სარაკეტო ტერორისგან რუსული გამშვები სადგურებისგან სასაზღვრო ტერიტორიების "გაწმენდით“ შეიძლება.

"ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ბომბებისგან, ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მან.

ხარკოვში დღეს შუადღისას აფეთქებები გაისმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუსი ოკუპანტები ქალაქს და საცხოვრებელ კორპუსს მართვადი ბომბებით დაესხნენ თავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები