თერჯოლის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე პრემიერით "ზღაპარი იგი... მათრობს და მხიბლავს" წარდგა

დღეს, 22 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, თერჯოლის სახალხო თეატრი პრემიერით "ზღაპარი იგი... მათრობს და მხიბლავს" წარდგა. ქუთაისის ლ.მესხიშვილის თეატრის სცენაზე ავთო ვარსიმაშვილის ერთმოქმედებიანი კომედია, ზღაპარი დიდებისთვის რეჟისორმა მამუკა ცერცვაძემ წარმოადგინა.

ისტორია იწყება გამოგონილ სიყვარულზე, რომელიც მთავარი გმირების მონოტონურ ცხოვრებაში საოცარ, ახალ მოულოდნელ თავგადასავლად იქცევა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ირაკლი - კოტე რობაქიძე (მოწვეული მსახიობი), თინა - ნანა ამირანაშვილი, სოფიკო  - ლელა ამირანაშვილი, ლიზა - მარიამ კირკიტაძე (დებიუტი).

პრემიერას მოქალაქეებთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, საკრებულოს და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.

"თეატრალური იმერეთი 2024" 12 ივნისს გაიხსნა და  26 ივნისს დაიხურება.

პროექტს უკვე მეთხუთმეტე წელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.  ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

თერჯოლელი თეატრალები, მშობლიურ ქალაქში სპექტაკლის ჩვენებას, 24 ივნისს, 17:00 საათზე კულტურის სახლში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები