დაღესტანში თავდასხმის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა, მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების ლიკვიდაციის მიზნით

დაღესტანში, სადაც დღეს ორ ქალაქში - დერბენტსა და მაჰაჩყალაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, ბრძოლა გრძელდება, გადაადგილდება სამხედრო ტექნიკა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სროლის, სინაგოგასა და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ. შედეგად მოკლეს მართლმადიდებელი მღვდელი. ასევე მოკლულია ეკლესიის მცველი.

უცნობმა პირებმა მაჰაჩყალაში პოლიციელებს გაუხსნეს ცეცხლი, დაიღუპა ერთი პოლიციელი.

ბოლო მონაცემებით, ქალაქის ქუჩებში სამხედრო ტექნიკა დაფიქსირდა. ქალაქში შესასვლელი გადაკეტილია, მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების ლიკვიდაციის მიზნით.

ძალოვნები შტურმს ახორციელებენ საცხოვრებელ კორპუსზე, სადაც ორი თავდამსხმელი იმყოფება.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ექვსი პოლიციელი დაიღუპა და 12 დაიჭრა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია მძევლების შესახებ, რომელიც მოგვიანებით უარყვეს.

დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე "ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.

მსგავსი სიახლეები