ალექსი პეტრიაშვილი - მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში მიიღება პირველი სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ

მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში მიიღება პირველი სანქციები და პირველი ზომები ევროპული კავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ "დროას" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები შესაძლოა, ფინანსური სახისაც იყოს.

"მაქვს მოლოდინი, რომ ამ კვირაში მიიღება პირველი სანქციები და პირველი ზომები ევროპული კავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ეს იქნება მათი სავიზო შეზღუდვები, ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვები და შესაძლოა, რომ მაღალი დონის შეხვედრები გაიყინოს.

რაც ძალიან სამწუხაროა, ევროპული კავშირიდან სახელმწიფო დახმარების პროექტების დაფინანსება შესაძლოა, შეჩერდეს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები