ლევან ბეჟაშვილი - 27 ივნისს გვექნება დებატები საქართველოზე

ხუთშაბათს, 27 ივნისს, გვექნება ევროპის მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი - დებატები საქართველოზე, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპელი პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციით არიან დაინტერესებული და ევროსაბჭოს დღევანდელი საგანგებო დებატებიც ამითაა განპირობებული.

"ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული ვითარებით. მათთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალთან, პერსპექტივასთან მიმართებაში და ამიტომ, სრულ სოლიდარობას უცხადებენ. ამიტომ არის განპირობებული ის, რომ დღეს ევროსაბჭომ ჩანიშნა საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ექნებათ საშუალება თავისი პოზიცია გამოხატონ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოშია, როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას ქუჩაში ხვდებიან, ძალადობენ მათზე და არქმევენ ევროპულ მომავალს. 

მიუხედავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ხუთშაბათს, 27 ივნისს, გვექნება ევროპის მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი - დებატები საქართველოზე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები