თინა ხიდაშელი - ეს იქნება სრული კატასტროფა, თუ ხელისუფლება მოახერხებს და ამ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას

ორი აუცილებელი ამოცანა გვაქვს - რეჟიმის ცვლილება და ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან სწრაფი დღის წესრიგის შემუშავება იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ მოლდოვასა და უკრაინას, რათა სწრაფად ავინაზღაუროთ ეს დაკარგული დრო, - ამის შესახებ ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების სიტყვას ფასი აღარ აქვს.

"ევროპული პერსპექტივის შეჩერება ეს არის ქვეყნის დაბრუნება 2022-წლამდელ ნიშნულთან. ეს იქნება სრული კატასტროფა, თუ კი საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს და ამ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას. მე არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ოქტომბრამდე რამე ისეთს გააკეთებს, რის გამოც, მის მიმართ ნდობა გაიზრდება ან საერთოდ, გაჩნდება, მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად გაიგებს ამ ყველაფერს და ადეკვატურ პასუხს გასცემს ხელისუფლებას. 

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის სიტყვასაც არავითარი ფასი არ აქვს. ორი აუცილებელი ამოცანა გვაქვს - რეჟიმის ცვლილება და ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან სწრაფი დღის წესრიგის შემუშავება იმისათვის, რომ გავუთანაბრდეთ მოლდოვასა და უკრაინას, რათა სწრაფად ავინაზღაუროთ ეს დაკარგული დრო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები