ხატია დეკანოიძე - საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნული მისიას, წინ უდგას "ქართული ოცნება"

საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნული მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას "ქართული ოცნება" და სწორედ ნებისმიერი რეზოლუცია, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებში უმწვავესად დგას.

"საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად და ეს მწვავე საკითხი, პირველ რიგში, უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, ოლიგარქიულ კლეპტოკრატიულ მმართველობას, რაც არის საქართველოში და ზოგადად, ევროპის საბჭოს რეზოლუციაც არის ამ კონტექსტში განსახილველი - როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ ამ მოცემულობას, როგორც ყველაზე უფრო შემაშფოთებელ მოცემულობას. 

ამიტომ, ვიმეორებ, საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნული მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას "ქართული ოცნება" და სწორედ ნებისმიერი რეზოლუცია, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 66 ხმით, ოთხის წინააღმდეგ (ხუთმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით "დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები