ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა, რომელსაც "დასავლეთთან მეგობრობა" სურს

ირანის პრეზიდენტად რეფორმატორი მასუდ პეზეშკიანი აირჩიეს. მან არჩევნების მეორე ტურში ისლამისტი კონსერვატორი საიდ ჯალილი დაამარცხა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეზეშკიანმა 16 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, საიდ ჯალილმა კი 13 მილიონზე მეტი.

ამომრჩეველთა აქტივობამ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თითქმის 50% შეადგინა, რაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ექსპერტების შეფასებით, დაბალი აქტივობა ისლამური რესპუბლიკის მიმართ უნდობლობის გამოხატულებაა.

პეზეშკიანმა საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთან დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ირანელების თავისუფლებების გაფართოების პირობა დადო. საარჩევნო პროგრამაში მან აშშ-თან ურთიერთობების გადახედვაზე გააკეთა აქცენტი და ირანელი ქალების უფლებების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან ერთად, პეზეშკიანმა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის მიმართ ლოიალურობა დაადასტურა.

ირანში ვადამდელი არჩევნები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო გაიმართა.

მსგავსი სიახლეები