ულტრამემარჯვენეებმა წააგეს - როგორ დასრულდა საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში?

საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) არჩევნების მეორე ტური დასრულდა. პრორუსი მარინ ლე პენის პარტია დამარცხდა.

Ifop-ის ეგზიტპოლის მიხედვით, მოულოდნელად, პირველ ადგილს არჩევნებში ულტრამემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტი" იკავებს, რომელსაც 180-დან 215-მდე ადგილის მიღება შეუძლია. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კოალიცია 150-180 მანდატით. ხოლო ლე პენის პარტია უკვე მესამე ადგილზეა და მხოლოდ 120-150 მანდატის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

ამ სამი პარტიიდან ვერცერთი ვერ იღებს პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ კოალიციაზე მოლაპარაკება.

ივნისის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პოლიტიკური წარუმატებლობის შემდეგ ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში მაჟორიტარული სისტემით მიმდინარეობს, ისინი ორ ტურად ტარდება. პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა, მეორე - დღეს.

მსგავსი სიახლეები