ბრიტანეთმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჯონ ჰილიმ ოდესაში ვიზიტისას უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. მასში შედის Brimstone-ს რაკეტები, საბრძოლო მასალა და საარტილერიო ნაწილები.

ცნობილია, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: 90 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას Brimstone; 50 პატარა სამხედრო ნავს მდინარის და სანაპირო ოპერაციების მხარდასაჭერად; ნაღმების გამწმენდ 40 მანქანას; 10 საარტილერიო AS-90-ს; 61 ბულდოზერს თავდაცვითი პოზიციების ასაგებად და სხვა;

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტის დროს, რომელიც დაემთხვა უკრაინის ყოველწლიურ საზღვაო ძალების დღის აღნიშვნას, თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ვესტმინსტერის ახალი მთავრობა გააძლიერებს დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მუდმივ მხარდაჭერას.

"შეიძლება იყოს ცვლილებები მთავრობაში, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც თავდაცვის ახალი მდივანი, გარწმუნებთ, რომ გავაძლიერებთ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდით. ეს მთავრობა მტკიცეა თავის ვალდებულებაში გააგრძელოს სამხედრო დახმარების გაწევა და გვერდში დაუდგება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - განაცხადა ჰილიმ.

გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მთავრობის წარმომადგენლებს დაავალა დააჩქარონ აპრილში დაპირებული სამხედრო დახმარების პაკეტი და უზრუნველყონ მისი სრული მიწოდება უკრაინაში მომდევნო 100 დღის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები