ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისში 1 172 ბენეფიციარს 268 648 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივნისის თვეში 1 172 ბენეფიციარს 268 648 ლარის დახმარება გაეწია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ შორის: 164 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 130 007 ლარი გამოიყო; 120 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 22 224 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 32 პაციენტი 24 824 ლარით დაფინანსდა; 109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 200 ლარით დაფინანსდა; 307 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 400 ლარით დაფინანსდა; 100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა;

"ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები