ბლინკენი - დანიამ და ნიდერლანდებმა უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა დაიწყეს

დანიამ და ნიდერლანდებმა უკვე დაიწყეს უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს რუსული აგრესიისგან დაცვას, - ამის შესახებ ნატოს სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, F-16-ების გადაყვანა უკვე ხდება უკრაინაში, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და ეს თვითმფრინავები ამ ზაფხულს უკრაინის ცაზე იფრენენ“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, თვითმფრინავების გადაცემა ხდება იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიისგან თავის ეფექტურად დაცვა.

ამავდროულად, თეთრი სახლის ვებგვერდმა გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის დიკ შოფის და დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის ერთობლივი განცხადება უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ.

"დანიის და ნიდერლანდების მთავრობები უკრაინაში ამერიკული წარმოების F-16-ების გადაცემის პროცესშია, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ F-16-ების გადაცემა და უკრაინა F-16-ის გამოყენებას ამ ზაფხულს დაუწყებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერების თქმით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, მათ არ შეუძლიათ დამატებითი დეტალების გამჟღავნება მიწოდების შესახებ.

ბაიდენმა, შოფმა და ფრედერიკსენმა მადლობა გადაუხადეს ბელგიას და ნორვეგიას უკრაინისთვის დამატებითი F-16 გამანადგურებლების გადაცემის დაპირებისთვის.

ლიდერების თქმით, უკრაინის საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერება მოიცავს თანამედროვე, მეოთხე თაობის F-16 მრავალფუნქციური თვითმფრინავების ესკადრილიებს (ესკადრილია, როგორც წესი, მოიცავს 12 თვითმფრინავს).

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დანიას, ნიდერლანდებსა და შეერთებულ შტატებს პრაქტიკული ნაბიჯებისთვის.

"მადლობელი ვართ ასევე, ბელგიისა და ნორვეგიის მზადყოფნისთვის, რომ მოგვაწოდონ თავიანთი F-16 თვითმფრინავები, ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ შესუსტდება რუსეთის უნარი, გააგრძელოს ტერორი უკრაინელი ხალხის, ქალაქებისა და თემების მიმართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ F-16 დაეხმარება უკრაინას თავის დაცვაში რუსეთის ფედერაციის სასტიკი თავდასხმებისგან, როგორიცაა თავდასხმა ბავშვთა საავადმყოფოზე.

"მოველით, რომ ჩვენი საჰაერო ძალების კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდება ახალი წევრების დამატებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები