თომას ჰაკერი - ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მეგობრობა, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას მოჰყვება თავისი შედეგი

ბუნდესტაგის დეპუტატის თომას ჰაკერის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ შემოდგომაზე საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

"ახლა ჩვენ აქ ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა და ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია, გავუყვეთ ამ გზას ისევ. ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა, ევროპული გზა. შეიძლება, გვქონდეს განსხვავებები, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოა ხალხისთვის, ზუსტად ამაში მდგომარეობს ევროპული მიდგომა. მეორე მხრივ, თუ საქართველოს მთავრობა აირჩევს ამ გზას, ჩვენ მოგიწევს რეაგირება და მოგვიწევს გადახედვა იმ დახმარებისა, რომელსაც ვუწევთ საქართველოს, მოგვიწევს გადახედვა ურთიერთობების და ბევრი რამის.

ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მეგობრობა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მოჰყვება თავისი შედეგი. ასე თუ იქნება, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. როგორც პარლამენტის წარმომადგენლებს, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩატარდება ნებისმიერი ზეგავლენისაგან თავისუფალი ღია და სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ხალხს ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი ნება და გააკეთოს თავისი არჩევანი“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.

უახლესი ამბები