ვიქტორ დოლიძე - ეს იყო მოკლე სახის, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც არ შედგება

საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც წარმატებით გავართმევთ თავს, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, მადრიდის და ვილნიუსის სამიტებისგან განსხვავებით, წლევანდელი სამიტის დასკვნითი კომუნიკე არ იყო მრავლისმომცველი და დეტალური.

“ეს იყო მოკლე სახის, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც არ შედგება, მაშინ როცა კომუნიკე 70-60-80 და უფრო მეტიც გვქონია, მოგეხსენებათ, პრაქტიკაში. საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ბუნებრივია, და არ იყო მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ასევე ჩვენი ქვეყნის ნახსენები.  კიდევ ერთი მინდა დავამატო, რომ რეალობები, თუნდაც მადრიდის სამიტის და თუნდაც შარშანდელი ვილნიუსის სამიტის შემთხვევაში, შეიცვალა, დამეთანხმებით, საერთაშორისო უსაფრთხოების, მათ შორის ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და იგი იცვლება ყოველდღიურად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც წარმატებით გავართმევთ თავს”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მან ისაუბრა ნატოს პოლიტიკურ დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში  გაღებული წვლილის კუთხითაც.

“პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ნატოს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები და აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა ნატოს დაარსების 75 წლის იუბილეს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა და მე ვფიქრობ, არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებით, მათ შორის როგორიც არის პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილი და მსხვერპლი ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში. ასევე, პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე

პარტნიორს და არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ თვითონ ნატოს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, ყოველთვის, იცით, რომ აღიარებული არის ჩვენი ქვეყანა. ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ამ კონტექსტში მე-17 მუხლს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით, იმ ბარბაროსულ ქმედებებთან, ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, ომის დანაშაულების და ა.შ. სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მოლდოვა, სადაც რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა, მომწვევი, ანუ მასპინძელი მხარის თანხმობის გარეშე.

ასევე მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური დეკლარაცია იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მრავლისმომცველი, არის დაკავშირებული ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან, არის დაკავშირებული იმასთან, რომ ნატო მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს უფრო მედეგი და პირველ რიგში, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ისევე როგორც დაეხმაროს უკრაინას, რათა არ დამარცხდეს რუსეთთან ომში და მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. ტყუილად არ იყვნენ მოწვეული ამ სამიტზე აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია, რამეთუ სწორედ ამ რეგიონში ნატო საჭიროებს დღეს სერიოზულ დახმარებას, მათ შორის ისეთ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიც არის ტექნოლოგიური საფრთხეები და ამავე დროს მათთან თანამშრომლობის განვითარება ამ კუთხით", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისი თქმით, სამიტზე ასევე მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ხარჯების ზრდის საკითხი.

უახლესი ამბები