თინა ბოკუჩავა - ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში

დღეს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს MEGOBARI Act-ს და ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე. ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან დემოკრატიის და სამოქალაქო საკითხებში, რომელიც ჩამოსულია საქართველოში აქ შექმნილი ვითარების გამო. ამერიკა ხედავს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე დღეს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს MEGOBARI Act-ს, რომელიც, როგორც იცით, ერთი მხრივ სთავაზობს საქართველოს ისეთ სიკეთეებს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, დამატებითი მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით, გაღრმავებული და ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ ასევე განიხილავს ინდივიდუალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაზე. 

ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არის ერთიანობით გავიმარჯვოთ არჩევნებში, ერთიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. ერთიანობით დავიბრუნოთ კეთილდღეობის, უსაფრთხოების და მშვიდობის შანსი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სწორედ ერთიანობაზე და არა დანაწევრებაზე, საერთაშორისო ინტეგრაციაზე - არა იზოლაციაზე, კეთილდღეობაზე და არა სიდუხჭირეზე გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები