უჩა ნანუაშვილი - საუბარი იყო იმაზე, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია, ეს პროცესი გაგრძელდება

საუბარი იყო იმაზე, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია. ეს პროცესი გაგრძელდება. იმედი მაქვს, ხელისუფლება შექმნის მაქსიმალურ პირობებს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან პირობებში, - ამის შესახებ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საუბარი იყო იმაზე, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, რამდენად მოხდება ხელისუფლების მხრიდან იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც აძლევს სამოქალაქო საზოგადოება თუ საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, ხელისუფლება შექმნის მაქსიმალურ პირობებს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან პირობებში", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ის უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს. დაგეგმილია ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრებიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები