spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია

არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა “ქართული ოცნებისათვის” მიეცათ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამნისტია არ მოქმედებს არც იმ ადამიანებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

 

“ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია. აბსურდული ამნისტია თავისი შინაარსით, როდესაც შეწყალება ხდება ისეთი დამნაშავეების, რომელთა მიმართ გამოტანილია სასჯელი – მაგალითად, 7-8 წლიანი, მაგალითად, ყაჩაღობა, საცხოვრებელ ბინაში შეჭრა – ძარცვის მიზნით, ხოლო ზოგიერთი მუხლები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების წინააღმდეგ წაყენებული მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმასაც კი და მცირე ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთას, არ არის შეტანილი.

 

ეს არის შერჩევითი ხასიათის და არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა “ქართული ოცნებისათვის” მიეცათ”, – განაცხადა გოცირიძემ.

 

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები