"მე და ლევან ვასაძეს გვაკავშირებს ძალიან ბევრი წელი, მაგრამ მისი პარტიის ამომრჩეველი არ ვარ"

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პარტია "ერის" დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა მათი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება.

როგორც მარგველაშვილმა გადაცემა "კომენტარში" განაცხადა, ვასაძის პარტიის ამომრჩეველი არ არის.

"მე და ლევანს გვაკავშირებს ძალიან ბევრი წელი, უაღრესად ახლო მეგობრობის, ერთმანეთის ნათესაობის, ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ძალიან ახლოს გავატარეთ, თუმცა პოლიტიკაში ჩემი და ლევანის შეხედულებები არის აბსოლუტურად განსხვავებული როგორც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საშინაო პოლიტიკასთან.

შესაბამისად, ლევანის პარტიის ამომრჩეველი მე არ ვარ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ მაძლევს შესაძლებლობას გითხრათ, რა არის ლევანის პარტიის საბოლოო მიზნები. მე ლევანთან არ მისაუბრია, ასე რომ, ვერ მოგიყვებით. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მე ამ ტიპის პოლიტიკური ორიენტაციის ამომრჩეველი არ ვარ და სხვა პოლიტიკურ მომავალს ვხედავ ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები