"საქმე გვაქვს კრიზისის შედეგად მოხმარების შემცირებასთან, რა დროსაც გაზის მიმწოდებელ კომპანიას შეუმცირდა შემოსავლები და გაეზარდა საოპერაციო ხარჯები"

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული  სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1 ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. 

"მარტივი და გასაგები ენით რომ ავხსნათ, ამ ზრდას აქვს ორი ძირითადი მიზეზი: კრიზისის შედეგად მოხმარების შემცირება და კურსი. პირველის შემთხვევაში, საქმე გვაქვს კრიზისის შედეგად მოხმარების შემცირებასთან, რა დროსაც გაზის მიმწოდებელ კომპანიას შეუმცირდა შემოსავლები და პარალელურად გაეზარდა საოპერაციო ხარჯები. ასეთ მომენტში ტარიფის არ გაზრდა ნიშნავს არასაიმედო და არასტაბილურ გაზმომარაგებას, გარდა ამისა ინვესტიციის განხორციელების შეფერხებას,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა შოთა გულბანმა სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების შესახებ.  

ექსპერტის განცხადებით, ეს ინვესტიციები გულისხმობს ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას, მრიცხველების გარეთ დამონტაჟებას და ძველების შეცვლას, ასევე სხვადასხვა ტიპის სამუშაოების განხორციელებას, რაც ცხადია ისევ მომხმარებლის კომფორტისთვის არის განკუთვნილი. გაზრდილ ხარჯებს ემატება კურსის საკითხიც, რასაც კომპანია ადრე თუ გვიან აუცილებლად ასახავდა ტარიფში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები